Thursday, November 14, 2013

ვ ა რ დ ი ს უ ბ ა ნ ი


                                                        ,,გაიცანით ჩემი სოფელი "        
            ჩვენი სოფელი ვარდისუბანი შედის თელავის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ის მდებარეობს თელავის დასავლეთით, გომბორის ქედის  ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. მდინერე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი)  მარჯვნივ, ახმეტა-თელავისა და თელავ-გომბორის საავტომობილო გზებზე, ზღვის დონიდან 640 მ-ზე, თელავიდან 3კმ-ში. 
         
 
  ვარდისუბნის  მოსახლეობა მისდევს მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას.სოფელი მდიდარია ბუნებრივი გარემო პირობებითა და კულტურული ძეგლებით, რომელთა რიცხვი 30-ს აღემატება.           სოფლის მიდამოებშია ასევე მე-V და  VII სს. ძველი შუამთის და XVI სს. ახალი შუამთის მონასტერი.         სოფლის მოსახლეობა მის სახელს უკავშირებს  თამარ მეფეს. არსებობს გადმოცემა, რომ თამარს სოფელზე გაუვლია ვარდობის თვეში.  თურმე  ბევრი ვარდები ყვაოდა. უკუთხია,  რა ჰქვიაო ამ სოფელს. უთქვამთ-იკაროვო. იკარო კი არა, მას ვარდისუბანი უნდა ჰქვიოდესო, უთქვამს დიდებულ მეფეს და იმ დღიდან ასეც იწოდება ჩვენი მშობლიური სოფელი.         მას მდიდარი კულტურული წარსული აქვს.მის ტერიტორიაზე უამრავი კულტურული ძეგლების  ნანგრევებია, ასევე ეკლესიები:    ნატკორის,კვირიკეს,დეკანაზურის,მთავარანგელოზის,ღვთისმშობლის და სხვა.

         
  სოფელი მდიდარია თიხნარი ნიადაგით.მამაკაცები მისდევდნენ და ახლაც მისდევენ მეთუნეობას.
               ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი სოფელი.ფეხით გვაქვს შემოვლილი მისი კუთხე-კუნჭული და შემოგარენი.
             ამჯერად თქვენი ყურადღება გვინდა მივიპყროთ,ჩვენი აზრით,მეტად საინტერესო ადგილებზე,რომელთა შესწავლა,კვლევა აუცილებლად მიგვაჩნია.
               სოფლის ჩრდილოეთით,ყურადღებას იქცევს აღდგომის,ნათლისმცემლის,დეკანაზურის,კვირაცხოვლის და ბარბარეს ეკლესიის მოუვლელი,მიტოვებული ნაგებობები.ყველა მათგავი სულ რაღაც 1-5 კილომეტრის რადიუსშია თავმოყრილი.მიგვაჩნია,რომ ეს ძეგლები უძველესია,რასაც გვაფიქრებინებს ის,რომ დეკანაზურის გარდა, ყველა მათგანი ერთნაირი ან მსგავსი სტილის მცირე ბაზილიკებია.
            
    თქვენს ყურადღებას მივიპყრობთ ნათლისმცემლის ეკლესიაზე,რომლის სიძველეს ხაზს უსვამს მის საძირკველში ჩაზრდილი,ალბათ ათასწლოვანი,ცაცხვის ხე,რომელსაც,მრავალჯერ დამეხილ,უზარმაზარ ძირზე ახალგაზრდა ტოტები აქვს გატანილი.ირგვლივ უამრავი ნანგრევებია,რაც მიანიშნებს კომპლექსის არსებობაზე.ყურადღებას იქცევს სამარხები,რომელთაც უძველესი ელფერი დაჰკრავს,ნაგებია მზოლოდ ქვით და გამოყენებულია ქვევრები,შიგ ჩატანებული თიხის ჭურჭელი.(სოფელში წყლის ახალი სადენი ჩამოატარეს და თვალნათლივ ჩანს,რომ იქ უძველესი სამარხებია.)
        
   ოდნავ მოშორებით,იმავე ტერიტორიაზე ყურადღებას იპყრობს
ადგილი,სადაც,სავარაუდოდ,ჩვენს მიერ აღმოჩენილია სტალაქტიტები და სტალაგმიტები.ეჭვი გვაქვს, რომ არსებობს მიწისქვეშა კარსტული ღრუები და შესაძლებელია მღვიმეც.
            კონსულტაციისათვის ფიზიკის მასწავლებელს მივმართეთ,ვაჩვენეთ ვიდეო, სადაც არსებულ ქანზე ძლიერი ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება განსხვავებული  ხმა, ბგერის ჟღერადობიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ,რომ ქანებს უკან ნაკლებად მკვრივი გარემო უნდა იყოს,შესაძლებელია წყალიც.
        

დიდი სურვილი გვაქვს,შესაბამისი დარგის სპეციალისტები დაინტერესდნენ ზემოთხსენებული,ჩვენი აზრით,მეტად საინტერესო ადგილებით,რომელთა შესწავლაც ნათელს მოჰფენს კახეთის ისტორიის წარსულის ფურცლებს.
          მიგვაჩნია,რომ მიწისქვეშა წყლის არსებობის შემთხვევაში,შესაძლებელია ჩვენს სოფელს მოეხსნას სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემა.სამწუხაროდ,ადგილზე არანაირი საშუალება არ გვაქვს კვლევების  ჩატარებისათვის.
           


                                                             ფ ო ტ ო       გ ა ლ ე რ ე ა :


   
                                             

ნათლისმცემლის ეკლესია.





დეკანაზური



   

       
                                                                        





















                                     
















     





                                                                 ჩვენს შესახებ
      მე გახლავართ ვეფხია სუმბაძე.ვარდისუბნის საჯარო სკოლის XIკლასის მოსწავლე.სკოლაში არსებული ეკო-კლუბის წევრი.მიყვარს ჩემი ქვეყანა.ჩემი სოფელი და მისი ბუნება.ხშირად დავდივარ მის შემოგარენში ფეხით და ვცდილობ ჩავწვდე ბუნების სილამაზით ტკბობის საიდუმლოს,მხიბლავს დუმილის ესთეტიკა.
            ჩემი საყვარელი მწერალია ვაჟა-ფშაველა.
           ვხატავ, ვძერწავ, ვწერ ლექსებს, დავდივარ სპორტზე და ვოცნებობ, უფრო ლამაზი და მშვენიერი, გამთლიანებული და წარმატებული იყოს ჩემი სამშობლო.


                                                                             ტელ:599-08-16-33                                                                                                                                                              სკოლის ელ-ფოსტა: telavi.school17@gmail.com                                                                                          


       


             მე ვარ დავით ჭინჭარაული. ვარდისუბნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. სკოლაში არსებული ეკო- კლუბის წევრი. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვარ პატრიოტი, თანაბარი სიძლიერით მიყვარს ჩემი ქვეყნის ნებისმიერი კუთხე, მიყვარს ტყეში ხეტიალი, ზოგადად ბუნებასთან ურთუერთობა,  მიყვარს ცურვაც.
             დამთავრებული მაქვს თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა, დავდივარ სპორტზე. ამჟამად ვმუშაობ   წიგნზე.  
             მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს გამთლიანებული,  ბუნება იყოს სუფთა, რომელშიც ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლები ლაღად იგრძნობენ თავს.


                                                                                                 





     მე გახლავართ ნაზი ჯავახიშვილი.  ვარდისუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე.  ვარ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში არსებული ეკო-კლუბის წევრი.მიყვარს კითხვა,ვარ აქტიურად ჩართული სკოლის ცხოვრებაში.მიყვარს ჩემი კუთხე,ჩემი სოფელი,ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი.მინდა ვიხილო ჩემი ქვეყანა ახლო მომავალში  გამთლიანებული და ძლიერი.